არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, კვლავ ჰილარი კლინტონი ლიდერობს | Allnews.Ge

არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, კვლავ ჰილარი კლინტონი ლიდერობს

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, კვლავ ჰილარი კლინტონი ლიდერობს. პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს ამერიკელების 48 პროცენტი უჭერს მხარს, რაც მისი მოწინააღმდეგის მხარდამჭერთა რაოდენობას 5%-ით აღემატება.

გამოკითხვის შედეგები ტელეკომპანია ABC-მ და გამოცემა Washington Post-მა გამოაქვეყნეს. ისინი მსგავს გამოკითხვებს რეგულარულად ატარებდნენ. წინა შედეგების მიხედვით თანაფარდობა შესაბამისად 47:44 იყო.

ყოფილი სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს ჩამოყალიბებული ამომრჩევლის რაოდენობითაც უსწრებს, რომლებიც კლინტონს იმიტომ აძლევენ ხმას, რომ მისი ხედვა და პოლიტიკური კურსი მოსწონთ. მსგავსი ამომრჩევლის რაოდენობა 55%-ს შეადგენს. ტრამპის შემთხვევაში, მისი მხარდამჭერების ნახევარზე მეტი არჩევნებზე ამერიკელი ბიზნესმენისთის მხოლოდ იმის გამო აპირებს ხმის მიცემას, რომ ჰილარ კლინტონმა არ გაიმარჯვოს.

22 ოქტომბრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით კლინტონი ტრამპს 12 %-ით უსწრებდა. სხვაობა მას შემდეგ შემცირდა, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კლინტონის წინააღმდეგ ხელახალი გამოძიება წამოიწყო.

myquiz