პაკისტანში პოლიციის სასწავლებელზე თავდასხმას 60 ადამიანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

პაკისტანში პოლიციის სასწავლებელზე თავდასხმას 60 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში შეიარაღებულ "ბოევიკთა" ჯგუფი პოლიციის სასწავლებელს თავს დაესხა, შედეგად, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

თავდასხმა პაკისტანის დასავლეთში მდებარე ქალაქ ქვეტაში განხორციელდა, სადაც "ბოევიკები" სასწავლებლის ტერიტორიაზე შეუფერხებლად შევიდნენ, შემდეგ კი ყაზარმაში შეიჭრნენ და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს.

დამნაშავეებმა მოსწავლეთა ნაწილი ტყვედ აიყვანეს. მათი გათავისუფლება პაკისტანის უშიშროების ძალებმა მხოლოდ რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ შეძლეს.

სხვადასხვა ინფორმაციით, თავდასხმა 6-მდე "ბოევიკმა" განახორციელა, აქედან სამი ლიკვიდირებულია.

პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

myquiz