ობამას ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ კიბერ ოპერაციას ამზადებს | Allnews.Ge

ობამას ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ კიბერ ოპერაციას ამზადებს

აშშ-ის დემოკრატიულ პარტიაზე განხორციელებული კიბერ თავდასხმების საპასუხოდ, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო საიდუმლო კიბერ ოპერაციას ამზადებს.

ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ს სადაზვერვო სამსახურიდან წარმომადგენლებმა აცნობეს.

წყაროების ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დაევალა კიბერ ოპერაციის ვარიანტების შემუშავება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ოპერაციაზეა საუბარი, თუმცა NBC News-ი წერს, რომ სადაზვერვო სამსახურმა კიბერ ოპერაციისთვის სამიზნეების შერჩევა უკვე დაიწყო.

თავად რუსეთი კატეგორიულად უარყოფს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აშშ-ის დემოკრატიულ პარტიაზე განხორციელებული კიბერ თავდასხმები მისი მითითებით იყო ორგანიზებული.

მოსკოვში ვაშინგტონის ბრალდებებს "უპრეცედენტო ანტირუსულ ისტერიას" უწოდებენ.

myquiz