ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, დონალდ ტრამპი რუს ოლიგარქებთან არის დაკავშირებული | Allnews.Ge

ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, დონალდ ტრამპი რუს ოლიგარქებთან არის დაკავშირებული

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი რუს ოლიგარქებთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ განცხადება დემოკრატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ტიმოტი კეინმა გააკეთა.

"ჰილარი კლინტონს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი აქვს მაშინ, როდესაც ტრამპი ვლადიმერ პუტინის ქებას განაგრძობს, აქვს აშკარა საქმიანი კავშირები რუს ოლიგარქებთან, რომლებიც, თავის მხრივ, პუტინთან დაახლოებული პირები არიან", - განაცხადა ტიმოტი კეინმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებზე.

დებატების მიმდინარეობისას მხარეები რუსეთთან ურთიერთობის საკითხს არაერთხელ შეეხნენ. დემოკრატების წარმომადგენელმა თავის ოპონენტს ტრამპის პუტინისადმი გამოთქმული კომპლიმენტებიც შეახსენა. განსაკუთრებით, ფრაზა: "პუტინი თავის ქვეყანაში უკეთესი ლიდერია, ვიდრე ობამა ამერიკის შეერთებულ შტატებში".

კეინის თქმით, სავარაუდოდ, ტრამპს დიქტატურისა და ლიდერობის განსხვავება უჭირს.

თავის მხრივ, რესპუბლიკელმა მაიკლ ლენსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატისა და ობამას "სუსტმა და უძლურმა პოლიტიკამ" გააღვივა რუსეთის აგრესია.

"რუსეთის პატარა და აგრესიული ლიდერი საერთაშორისო არენაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ეს ადმინისტრაცია- ეს მტკივნეული ფაქტიების კონსტატაციაა და არა პუტინის მხარდაჭერა", - განაცხადა მაიკლ ლენსმა.

დებატების მიმდინარეობისას მხარეები ეკონომიკის, მიგრაციისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებსაც შეეხნენ.

 

myquiz