დამასკოში რუსეთის საელჩო ნაღმტყორცნებით დაცხრილეს | Allnews.Ge

დამასკოში რუსეთის საელჩო ნაღმტყორცნებით დაცხრილეს

სირიის დედაქალაქ დამასკოში მდებარე რუსეთის საელჩო ნაღმტყორცნებით დაცხრილეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ერთ-ერთი ნაღმი საელჩოს ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კომპლექსთან აფეთქდა, კიდევ ორი კი დიპლომატიური მისიის სიახლოვეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სროლა გახსნეს დამასკოსთან მდებარე დასახლებულ პუნქტ ჯობარიდან, რომელსაც ამჟამად ორი ექსტრემისტული დაჯგუფება აკონტროლებს.