ჩრდილოეთის ზღვაში 95 ტონამდე ნავთობი დაიღვარა | Allnews.Ge

ჩრდილოეთის ზღვაში 95 ტონამდე ნავთობი დაიღვარა

ჩრდილოეთის ზღვაში კომპანია BP-ის ჭაბურღილზე 95 ტონამდე ნავთობი დაიღვარა. როგორც "ბიბისი" წერს, ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ პრესრელიზშია ნათქვამი.

BP-ის ინფორმაციით, ინციდენტი გამოწვეულია ტექნიკური სახის პრობლემებით, რის გამოც ჭაბურღილის მუშაობა დროებით შეჩერებულია.

BP-ის ცნობით, ამჟამად კომპანიის სპეციალისტები მომხდარის მიზეზებს იძიებენ და ხელისუფლებასთან ერთად სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებენ.

myquiz