კოლუმბიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ამომრჩევლის უმრავლესობამ მშვიდობიანი ზავის დადებას მხარი არ დაუჭირა
კოლუმბიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ამომრჩევლის უმრავლესობამ ხელისუფლებასა და მემარცხენე რადიკალურ დაჯგუფება FARC-ს შორის მშვიდობიანი ზავის დადებას მხარი არ დაუჭირა.
დოკუმენტის ამოქმედების წინააღმდეგ ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეთა 50,22% გამოვიდა.
ექსპერტების შეფასებით, რეფერენდუმის შედეგებმა შესაძლოა, ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსი გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტ ხუან მანუელ სანტოსს, რომლის ინიციატივითაც სამშვიდობო ზავს მოეწერა ხელი, თანამდებობის დატოვება მოუწიოს.
კოლუმბიის ხელისუფლებამ და აჯანყებულებმა მშვიდობიან შეთანხმებას 26 სექტემბერს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას და აჯანყებულთა ნაწილისთვის ამნისტიას ითვალისწინებდა.