უნგრეთში, მიგრანტების მიღების საკითხზე რეფერენდუმი არ შედგა | Allnews.Ge

უნგრეთში, მიგრანტების მიღების საკითხზე რეფერენდუმი არ შედგა

უნგრეთში, მიგრანტების მიღების საკითხზე რეფერენდუმი არ შედგა. უნგრეთის საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რეფერენდუმში ამომრჩევლის მხოლოდ 40%-მა მიღო მონაწილეობა.

დასავლური მედიის ცნობით, რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობა, 98,3% ლტოლვილთა გადანაწილების კვოტირების წინააღმდეგი იყო.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, საამაყოა, რომ უნგრეთი პირველი ქვეყანა გახდა ევროკავშირში, სადაც მსგავსი რეფერენდუმი ჩატარდა.

რეფერენდუმის შედეგებს იურიდიული ძალა არა აქვს.

მიგრაციული კრიზისის გამო, 2015 წლის სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნების მიგრანტების გადანაწილების სისტემაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვით, თითოელმა სახელმწიფომ გარკვეული ოდენობის მიგრანტი უნდა მიიღოს.

myquiz