სირიაში, რუსეთის ავიაიერიშების შედეგად ერთ წელში 9 364 ადამიანი დაიღუპა | Allnews.Ge

სირიაში, რუსეთის ავიაიერიშების შედეგად ერთ წელში 9 364 ადამიანი დაიღუპა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სირიაში, რუსული ავიაციის ავიადარტყმების შედეგად 9 364 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო საბჭო ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულთა შორის 3 804 სამოქალაქო პირი, მათ შორის 906 ბავშვია, ასევე დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" 2 746 მებრძოლი და სხვა ისლამისტური დაჯგუფებების 2 814 წევრი.

უფლებადამცველების ცნობით, ბოლო პერიოდში რუსეთმა სირიაში აკრძალული კასეტური ბომბების გამოყენებაც დაიწყო.

myquiz