სირიის ავიაციამ ქალაქ ალეპოს დაბომბვა განაახლა | Allnews.Ge

სირიის ავიაციამ ქალაქ ალეპოს დაბომბვა განაახლა

სირიის ავიაციამ ქალაქ ალეპოს დაბომბვა განაახლა. როგორც "ბიბისი" წერს, რამდენიმე საათის წინ სირიის მთავრობამ დაანონსა, რომ აჯანყებულების კონტროლირებად რაიონებში შეტევით ოპერაციებს იწყებს.

აქტივისტების ცნობით, ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში სირიისა და რუსეთის თვითმფრინავები დაფიქსირდა. ხელისუფლება მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, აჯანყებულების პოზიციებს არ მიუახლოვდეს.

ჯერჯერობით უცნობია, მონაწილეობენ თუ არა შეტევით ოპერაციაში სახმელეთო ძალები.

myquiz