აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განახლებაზე ვერ შეთანხმდნენ | Allnews.Ge

აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განახლებაზე ვერ შეთანხმდნენ

აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განახლებაზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც დასავლური მედია იტყობინება, სამშვიდობო ზავი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სირიის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილებოდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, მოლაპარაკებები აღნიშნულ საკთხზე 23 სექტემბერს გაგრძელდება.

თავის მხრივ, გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში სტეფან დე მისტურმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკში გამართული მოლაპარაკებები იყო "ხანგრძლივი, მტკივნეული და იმედგამაცრუებელი".

აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე 9 სექტემბერს შეთანხმდნენ. თუმცა, რამდენიმე დღეში საბრძოლო მოქმედებები კვლავ განახლდა, რაც რამდენიმე ინციდენტმა განაპირობა. კერძოდ, თავდაპირველად საერთაშორისო კოალიციის ავიაციამ სირიის არმიის პოზიციებზე იერიშები მიიტანა, შემდეგ კი ალეპოსთან გაერო-ს ჰუმანიტარული კოლონა დაიბომბა.

myquiz