თურქეთში 27 000-ზე მეტი მასწავლებელი სამსახურიდან დაითხოვეს | Allnews.Ge

თურქეთში 27 000-ზე მეტი მასწავლებელი სამსახურიდან დაითხოვეს

თურქეთში 27 000-ზე მეტი მასწავლებელი სამსახურიდან დაითხოვეს, კიდევ 9 465-ს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერეს.

როგორც Hurriyet Daily News-ი წერს, ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნურეთინ ჩანიკლიმ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ზომა შეეხო იმ მასწავლებლებს, რომლებიც თურქეთში აკრძალული "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" და აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის მოძრაობასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი.

ვიცე-პრემიერის ცნობით, დათხოვნილ მასწავლებლებს 10 ოქტომბრამდე 20 000 ახალი მასწავლებელი ჩაანაცვლებს.

myquiz