უეფას ახალი პრეზიდენტი ჰყავს | Allnews.Ge

უეფას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

უეფას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას სლოვენიელი ალეკსანდერ ჩეფერინი 2,5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ ევროპული ფეხბურთის კავშირის პრესსამსახური იუწყება.

14 სექტემბერს, ათენში გამართულ არჩევნებში ჩეფერინმა 55 ხმიდან 42 მიიღო და აჯობა მეორე კანდიდატს - ჰოლანდიელ მიხაელ ვან პრააგს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ სლოვენიელ კანდიდატს უჭერდა ღიად მხარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

უეფას წინა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ დღეს ოფიციალურად გამოაცხადა თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რისი მიზეზიც კორუფციული სკანდალის გამო, ფეხბურთში საქმიანობა აუკრძალეს. სწორედ პლატინის საპრეზიდენტო მანდატის ამოწურვამდე უხელმძღვანელებს უეფას 48 წლის ჩეფერინი, რომელიც 2011 წლიდან სლოვენიის საფეხბურთო კავშირს ედგა სათავეში.

myquiz