ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთის ევროკავშირიდან გარიცხვას ითხოვს | Allnews.Ge

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთის ევროკავშირიდან გარიცხვას ითხოვს

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი უნგრეთის ევროკავშირიდან გარიცხვას ითხოვს. გერმანულ გამოცემა Die Welt-თან საუბარში მინისტრმა უნგრეთის ხელისუფლება ფუნდამენტალური ევროპული ფასეულობების იგნორირებაში დაადანაშაულა.

მისი განმარტებით, უნგრეთი მიგრანტებისგან დასაცავად ღობეებს აშენებს, მედიის თავისუფლებას ავიწროვებს და სასამართლოების დამოუკიდებლობას ზღუდავს.

ჟან ასელბორნის მოსაზრებით, საჭიროა ლისაბონის შეთანხმების შეცვლა, რათა ევროკავშირიდან ქვეყნის გარიცხვისთვის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა აღარ იყოს საჭირო.

myquiz