ბანგლადეშში ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა | Allnews.Ge

ბანგლადეშში ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშის ერთ-ერთ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა. "ბიბისის" ცნობით, აფეთქების მომენტში შენობაში 100-მდე მუშა იმყოფებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს. ექიმების ცნობით, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად 70-მდე ადამიანი დაშავდა, აქედან რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

სახანძრო სამსახურებმა ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოახერხეს, სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ შენობაში რამდენიმე ადამიანი დარჩენილი იყოს.

როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, ბანგლადეშში მოქმედი ქარხნების უმეტესობაში უსაფრთხოების ზომები უზრუნველყოფილი არ არის. 2013 წელს, ერთ-ერთ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 1 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

myquiz