სირიის სახელისუფლებო ძალებმა საჰაერო თავდასხმისას ქიმიური იარაღი გამოიყენეს | Allnews.Ge

სირიის სახელისუფლებო ძალებმა საჰაერო თავდასხმისას ქიმიური იარაღი გამოიყენეს

სირიის სახელისუფლებო ძალებმა საჰაერო თავდასხმისას ქიმიური იარაღი კვლავ გამოიყენეს. აღნიშნული განცხადება ქვეყანაში მომუშავე მოხალისე ექიმებმა და მაშველებმა გააკეთეს. მედიკოსების განმარტებით, ხელისუფლებამ მოსახლეობის წინააღმდეგ კვლავ ქლორი გამოიყენა. ადგილობრივ საავადმყოფოში 100-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. საჰაერო თავდასხმა ალეპოს სიახლოვეს სუკარის რაიონში მოხდა.

ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებამ ავიაიერიშებისას ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი უარყო.

აგვისტოში გაერო-ს გადაწყვეტილებით ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სახელისუფლებო ძალებმა 2014-2015 წლის თავდასხმებისას, სულ მცირე, ორჯერ გამოიყენეს მომწამვლელი გაზი.