პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა , რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა , რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ქალაქ მარდანში თვითმკვლელმა ტერორისტმა სასამართლოს შენობასთან თავი აიფეთქა. უცხოური მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.

თავის აფეთქებამდე ტერორისტმა სასამართლოს შენობაში ასაფეთქებელიც შეაგდო.

დაღუპულთა შორის არიან იურისტები, პოლიციის ოფიცრები და სამოქალაქო პირები.

მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

myquiz