კალიფორნიის შტატში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა
აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, კომპანია Tesoro-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტების რეზერვუარი აფეთქდა.
სააგენტო "როიტერის" ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მცხოვრებლებს შენობებში დარჩენისკენ მოუწოდა. კომპანია Tesoro-ში აფეთქების გამომწვევ მიზეზს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ.