იაპონიაში ტაიფუნის გამო ასობით ავიარეისი გადაიდო
იაპონიაში ტაიფუნის გამო ასობით ავიარეისი გადაიდო. როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, ქარის სიჩქარე საათში 180 კმ-ს აღწევს, დაზარალებულ რეგიონში გადაუღებელი წვიმა ამ დრომდე გრძელდება.
მეტეოროლოგების პროგნოზით, არსებობს წყალდიდობისა და მეწყერის საშიშროება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.