ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორი დაბომბა | Allnews.Ge

ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორი დაბომბა

ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორი დაბომბა. სააგენტო "როიტერის" ცნობით, დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

თვითმფრინავებმა ანკლავში "ბოევიკების" 30-მდე პოზიციაზე მას შემდეგ მიიტანეს იერიში, რაც "ბოევიკებმა" ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს.

ისრაელის ცნობით, წლის დასაწყისიდან ქვეყნის ტერიტორიაზე ღაზადან გაშვებული 14 რაკეტა აფეთქდა.