მოჰამედ VI - ტერორისტებს, რომლებიც ისლამის სახელით დანაშაულსა და მკვლელობას სჩადიან, სამუდამო ჯოჯოხეთი ელით | Allnews.Ge

მოჰამედ VI - ტერორისტებს, რომლებიც ისლამის სახელით დანაშაულსა და მკვლელობას სჩადიან, სამუდამო ჯოჯოხეთი ელით

მაროკოს მონარქმა მოჰამედ VI-მ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ისლამის ტოლერანტული ფორმის დაცვისა და ექსტრემიზმზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

მაროკოს დიასპორისადმი თავის პირველ მიმართვაში მეფემ ყველა მოქალაქეს მასპინძელ ქვეყნებში მშვიდობის, ჰარმონიისა და ერთიანობის დაცვა სთხოვა.

მან ექსტრემისტების ხელით უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი დაგმო, ფრანგი სასულიერო პირის მოკვლას კი უპატიებელი დანაშაული უწოდა.

"ტერორისტებს, რომლებიც ისლამის სახელით დანაშაულსა და მკვლელობას სჩადიან, სამუდამო ჯოჯოხეთი ელით", - განაცხადა მოჰამედ VI-მ.

მონარქის განმარტებით, ტერორისტები ევროპაში მცხოვრები მუსლიმების გადაბირებას ცდილობენ, რადგან ისინი ისლამის საფუძვლებსა და არაბულ ტრადიციებს კარგად არ იცნობენ და მცდარი წესების გავლენის ქვეშ მარტივად ექცევიან.

myquiz