ევროკავშირმა ჰუმანიტარული დახმარებისთვის რეკორდული თანხა გამოყო | Allnews.Ge

ევროკავშირმა ჰუმანიტარული დახმარებისთვის რეკორდული თანხა გამოყო

ევროკავშირმა 2016 წელს ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით რეკორდული თანხა - 1,1 მილიარდი ევრო გამოყო. შესაბამის ინფორმაციას ევროკომისია აქვეყნებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკორდული ოდენობის თანხა გლობალური ჰუმანიტარული მოთხოვნილების, ლტოლვილთა და დევნილთა მზარდი რაოდენობის, სტიქიური უბედირებების შედეგების, კლიმატური ცვლილებებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო გახდა საჭირო.

ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების 73% გამოიყო ლტოლვილთა და დევნილთა დასახმარებლად.

გასულ წელს ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა 920 მილიონ ევროს შეადგენა.

myquiz