აშშ-ის დემოკრატიულ პარტიაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა | Allnews.Ge

აშშ-ის დემოკრატიულ პარტიაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

აშშ-ის დემოკრატიულ პარტიაზე მორიგი კიბერთავდასხმა განხორციელდა. როგორც „ბი-ბი-სი“ იტყობინება, ჰაკერმა Guccifer 2.0-მა ინტერნეტსივრცეში ახალი დოკუმენტები გაავრცელა, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩატარებულ პრაიმერიზს ეხება.

რამდენიმე დღის წინ ამავე პირმა ინტერნეტში აშშ-ის კონგრესის თითქმის 200 ყოფილი და მოქმედი დემოკრატი დეპუტატის სატელეფონო ნომრები და პირადი საკონტაქტო მონაცემები გაავრცელა.

კიბერთავდასხმა დემოკრატიულ პარტიაზე გასულ თვესაც განხორციელდა.

ამერიკული კომპანია CrowdStrike-ის ცნობით, რომელმაც აღნიშნული ინციდენტები გამოიძია, ჰაკერებს, შესაძლოა, რუსეთთან ჰქონდეთ კავშირი.

ანალოგიურ მოსაზრებას აშშ-ში დემოკრატიულ პარტიაშიც იზიარებენ.

myquiz