ნეპალში ავარიის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა | Allnews.Ge

ნეპალში ავარიის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

ნეპალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა. როგორც "ბი-ბი-სი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, ქვეყნის აღმოსავლეთში სამგზავრო ავტობუსი მდინარეში გადავარდა.

მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

myquiz