გერმანია ტეროროზმის საფრთხის გამო სამართალდამცავების რაოდენობას ზრდის
უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული საფრთხეების დასაძლევად, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი თომას დე მეიზიერი ფედერაციული მიწების სამართალდამცავ ორგანოებს რეკომენდაციით მიმართავს, გაზარდონ თანამშრომელთა რაოდენობა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.
მისი განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, მინიმუმ, წლის ბოლომდე, ახალი ბუნტესტაგის არჩევამდე, ფედერალურ პოლიციებსა და უსაფრთხოების სხვა სამსახურებში შტატების 4600 ადამიანით გაზრდა.
მეკლენბურგის შს მინისტრმა მეზიერს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია ძალების უმოკლეს ვადებში გაზრდა.