კანში მუსლიმ ქალებს პლაჟზე დახურული საცურაო კოსტუმით ყოფნა აეკრძალათ | Allnews.Ge

კანში მუსლიმ ქალებს პლაჟზე დახურული საცურაო კოსტუმით ყოფნა აეკრძალათ

საფრანგეთის ქალაქ კანში, მუსლიმ ქალებს პლაჟზე დახურული საცურაო კოსტუმით ყოფნა აეკრძალათ. როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, შესაბამისი გადწყვეტილება კანის მერმა, დავიდ ლისნარმა მიიღო.

მისი განმარტებით, მუსლიმური დახურული საცურაო კოსტუმი - ე.წ. ბურკინი "ისლამური ექსტრემიზმის" სიმბოლოა და მან შესაძლოა, ფრანგულ საზოგადოებაში აგრესია გამოიწვიოს.

სანქციის თანახმად, აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში მუსლიმ ქალს 38 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა, საცურაო კოსტუმის შეცვლა ან პლიაჟის დატოვება მოუწევს.

myquiz