ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში ფეთულა გიულენი სასჯელის მოსახდელად მზად არის | Allnews.Ge

ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში ფეთულა გიულენი სასჯელის მოსახდელად მზად არის

აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის განცხადებით, ის მზად არის თურქეთში ჩავიდეს, თუ ანკარა დაამტკიცებს მის მონაწილეობას სამხედრო გდატრიალების მცდელობაში.

როგორც „ბი-ბი-სი“ იტყობინება, ამის შესახებ გიულენი ფრანგულ გამოცემა Le Monde-ში გამოქვეყნებულ მასალაში წერს.

„თუ ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების 1/10-ს მაინც დაამტკიცებენ, პირობას ვდებ დაბრუნდე თურქეთში და უმკაცრესი სასჯელი მოვიხადო“, - წერს გიულენი.

ერდოღანისა და გიულენის დაპირისპირება - ვინ არის თურქეთის პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი

თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აშშ-ში მცხოვრები გიულენი ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზეტორია და ამერიკული მხარისგან მის გადაცემას ითხოვს.