ტაილანდში აფეთქებების სერია განხორციელდა | Allnews.Ge

ტაილანდში აფეთქებების სერია განხორციელდა

ტაილანდში აფეთქებების სერიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. ორ-ორი აფეთქება გუშინ და დღეს, ტაილანდის ტურისტულ ადგილებში მოხდა.

დღევანდელი თავდასხმა ზღვისპირა კურორტ ჰუა ჰინ-ზე განხორციელდა. გუშინდელი სამიზნე კი ბანგკოკის ცენტრი იყო.

აღსანიშნავია, რომ აფეთქებები ტაილანდის დედოფლის იუბილემდე ორი დღით ადრე განხორციელდა. ჯერჯერობით უცნობია თავდასხმების მოტივი და დამნაშავეების ვინაობა, თუმცა სამართალდამცავებს ეჭვი მეამბოხე სეპარატისტებზე აქვთ.