რუსულმა ავიაციამ "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. დედაქალაქი დაბომბა | Allnews.Ge

რუსულმა ავიაციამ "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. დედაქალაქი დაბომბა

რუსულმა ავიაციამ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. დედაქალაქი, სირიის ქალაქი რაქა დაბომბა. აქტივისტების ცნობით, შედეგად ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩა, რადგან ავიაციამ წყლის სატუმბი სადგურები გაანადგურა.

სააგენტო "ფრანს პრესის" ცნობით, რაქას დამბობვას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 70 დაშავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ავიაციამ რაქას გარშემო მდებარე ობიექტები დღეს დილით დაბომბა, სამიზნეეებს შორის დასახელებულია დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" საველე ბანაკი, იარაღის საწყობი.

myquiz