ერევანში რამდენიმე ოპოზიციონერი დააკავეს | Allnews.Ge

ერევანში რამდენიმე ოპოზიციონერი დააკავეს

სომხეთში რამდენიმე ოპოზიციონერი დააკავეს. როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, ისინი მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ბრალდებული.

საუბარია 29 ივლისის მოვლენებზე, როდესაც ერევნის პოლიციის განყოფილების შენობასთან, სადაც შეიარაღებული ჯგუფი იყო გამაგრებული, რამდენიმე ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა.

მოგვიანებით მომხდარი არეულობის შედეგად 30 აქტივისტი დაშავდა, ცეცხლსასროლი ჭრილობა მიიღო ერთ-ერთმა სამართალდამცველმა.

myquiz