ერევანში პოლიციის შენობის განყოფილების შტურმით აღების ფაქტზე 47 ადამიანია დაკავებული | Allnews.Ge

ერევანში პოლიციის შენობის განყოფილების შტურმით აღების ფაქტზე 47 ადამიანია დაკავებული

ერევანში პოლიციის შენობის განყოფილების შტურმით აღების ფაქტზე დაკავებული და დაპატიმრებულია 47 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადების თანახმად, ამ დროისთვის 24 პირს ბრალდება წაუყენეს.

17 ივლისს შეიარაღებულმა ჯგუფმა ერევანში, პოლიციის საპატრულო-საგუშაგოს პოსტის შენობა შტურმით აიღო, რასაც ერთი სამართალდამცველი ემსხვერპლა.

შეიარაღებული ჯგუფი ოპოზიციონერი აქტივისტის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებასა და პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვდა.

myquiz