ბელგიაში მღვდელს ლტოლვილი დანით დაესხა თავს | Allnews.Ge

ბელგიაში მღვდელს ლტოლვილი დანით დაესხა თავს

ბელგიაში 65 წლის მღვდელს ლტოლვილი დანით დაესხა თავს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ინციდენტი პროვინცია ლიმბურგში, ქალაქ ლანაკენში მოხდა. სასულიერო პირი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ლანაკენის მერის განცხადებით, თავდასხმა ტერორიზმს არ უკავშირდება, ლტოლვილი თავშესაფრის მაძიებელთა ადგილობრივ ცენტრში დარეგისტრირებული არ იყო.

26 ივლისს ორი შეიარაღებული პირი საფრანგეთში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში შეიჭრა, იქ მყოფები მძევლად აიყვანა და 84 წლის მღვდელი დანით მოკლა.

მაშინ პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

myquiz