"არ გვსურს ამ ადამიანით შევბღალოთ ისლამი" - მუსლიმთა სათვისტომო ტერორისტის დაკრძალვაზე უარს ამბობს | Allnews.Ge

"არ გვსურს ამ ადამიანით შევბღალოთ ისლამი" - მუსლიმთა სათვისტომო ტერორისტის დაკრძალვაზე უარს ამბობს

საფრანგეთის ქალაქ სენთ-ეთენ-დიუ-რუვრეს მუსლიმთა სათვისტომო 19 წლის ადელ ქარმიშის დაკრძალვის წინააღმდეგია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კათოლიკური ეკლესიის მღვდელმსახური ღვთისმსახურების დროს მოკლა. ამის შესახებ "სქაი ნიუსი" იუწყება.

"არ გვსურს ამ ადამიანით შევბღალოთ ისლამი. ჩვენ არ ვაპირებთ მისი სხეულის დასაფლავებისთვის მომზადებას" , - განაცხადა ადგილობრივი მეჩეთის იმამმა მოჰამედ ქარაბილმა.

თუმცა, მისი განცხადებით, თუკი ქალაქის მერია და ქარმიშის ოჯახი მის დაკრძალვას მოითხოვენ, მუსლიმური სათვისტომო იძულებული იქნება, დანიშნოს ადამიანი ამ პროცედურის შესასრულებლად.

26 ივლისს კათოლიკურ ეკლესიაში სამი ტერორისტი შეიჭრა, რომლებმაც რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს. თავდამსხმელების ლიკვიდაცია პოლიციამ განახორციელა, მანამდე კი ტერორისტებმა ეკლესიის მოძღვარი მოკლეს. პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

myquiz