თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს | Allnews.Ge

თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს

თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს. როგორც გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ Frankfurter Allgemeine Zeitung-ვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ვიღებთ ათასობით მოკლეტექსტურ შეტყობინებას და განცხადებებს ტვიტერში, სადაც ნათქვამია - "თუ სიკვდილით დასჯას კვლავ არ შემოიღებთ, თქვენს პარტიას მხარს აღარ დავუჭერთ", - განმარტა ჩავუშოღლუმ.

მისივე მოსაზრებით, ევროკავშირს "არა აქვს უფლება" ამ საკითხში ანკარას "ჭკუას ასწავლიდეს".

"ეს კარგს არაფერს მოიტანს", - განაცხადა ჩავუშოღლუმ. ევროკავშირში არაერთხელ განაცხადეს, რომ სიკვდილით დასჯის შემოღების შემთხვევაში, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები შეჩერდება.

myquiz