ქაბულში ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერაქტი მოხდა. უცხოური მედიის ცნობით, შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, ვრცელდება ინფორმაცია უამრავ დაშავებულზე.
გამოცემა Independent-ის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მასობრივი დემონსტრაციის დროს აიფეთქა, რომელსაც ავღანეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობა - ხაზარები მართავდნენ.