ჰილარი კლინტონმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა
აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატი დაასახელა. როგორც პოლიტიკოსი "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში წერს, ის ვირჯინიის შტატის სენატორი ტიმოტი კეინი გახდება.
ორშაბათს ფილადელფიაში დემოკრატიული პარტიის ყრილობა იწყება, სადაც ოფიციალურად წარადგენენ პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართება.