ერევანში ოპოზიციის მომხრეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა | Allnews.Ge

ერევანში ოპოზიციის მომხრეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა

ერევანში 17 ივლისს პოლიციის შენობაში შეჭრილი ოპოზიციონერების მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით , მომიტინგეებმა თავდაპირველად საკუთარი რიგებიდან ქალები გაიყვანეს, შემდეგ კი პოლიციის მიმართულებით ქვების სროლა დაიწყეს.

ასევე, შეეცადნენ, პოლიციის კორდონის გარღვევას. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. პოლიციამ მათი რამდენიმე მეტრით შენობისგან მორიდება შეძლო.

უთანხოება მომიტინგეებსა და პოლიციას შორის იმის გამო დაიწყო, რომ საპატრულო განყოფილების შენობაში მყოფი შეიარაღებული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც 17 ივლისიდან დღემდე ოთხი ადამიანი კვლავ მძველად ჰყავთ აყვანილი, მომიტინგეები მოითხოვენ, რომ საკვები ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ პაშინიანმა მიუტანოს და არა პოლიციელებმა.

ამის შემდეგ კი პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

myquiz