საუდის არაბეთი ჰაჯისთვის ემზადება | Allnews.Ge

საუდის არაბეთი ჰაჯისთვის ემზადება

საუდის არაბეთის ხელისუფლება ჰაჯისთვის ემზადება. ოფიციალურმა ერ-რიადმა ცვლილებების შემოტანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გასულ წელს მომლოცველების დიდი რაოდენობის მექაში ვიზიტისას შექმნილი ჭყლეტვის გამო, ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე, 765 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნის ხელისუფლება მომლოცველებისთვის სპეციალურად შექმნილი ელექტრონული სამაჯურების დარიგებას იწყებს. ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ინფორმაციით, სამაჯური აღჭურვილი იქნება კომპასით, გზამკვლევით, ხმოვანი დამხმარე საშუალებით, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვინც არაბულად არ საუბრობენ. სამაჯურში ასევე დაცული იქნება ყველა მომლოცველის პერსონალური ინფორმაცია.

სამაჯურებზე წვდომა ტექნიკური უზრუნველყოფის  სამსახურს სმარტფონის საშუალებით ექნება, ეს სამართალდამცველებს გამაფრთხიელებელი შეტყობინების გაგზავნისა და ჰაჯის მონაწილეების ნაკადის მართვის საშუალებას მისცემს.

ამასთანავე, ქვეყნის ხელისუფლებამ მომლოცველების ჩვეულ მარშრუტზე 1000-ზე მეტი კამერა დაამონტაჟა. ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ სათვალთვალო კამერებისა და კომპიუტერული უზრუნველყოფის მეშვეობით ჭყლეტვის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდება.

2016 წელს ჰაჯი გრიგორიანული კალენდრით 10 სექტემბერს დაიიწყება და 5 დღეს გაგრძელდება.