ნიცაში მყოფი ოთხი ქართველი, რომელთანაც ახლობლები კონტაქტს ვერ ამყარებდნენ, ნაპოვნია | Allnews.Ge

ნიცაში მყოფი ოთხი ქართველი, რომელთანაც ახლობლები კონტაქტს ვერ ამყარებდნენ, ნაპოვნია

ნიცაში 4 ქართველი, რომელთანაც ახლობლები კონტაქტს ვერ ამყარებდნენ, ნაპოვნია, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკა სირაძე-დელონემ განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ისინი ამ პერიოდის განმავლობაში სახლში იყვნენ და ამჟამადაც უსაფრთხოდ არიან.

"საელჩომ მოახერხა დაკავშირება მათ ახლობლებთან, რომლებიც ამ ოჯახს იცნობდნენ და რომლებმაც შემდეგ მოახერხეს დაკავშირება 4 ქართველთან. აღმოჩნდა, რომ სახლში იყვნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში და სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ. ამ დროის მონაცემებით ისინი უსაფრთხოდ არიან და თავს კარგად გრძნობენ", - განაცხადა ეკა სირაძე-დელონემ.

ახლობლები საფრანგეთში მცხოვრებ ოთხ ქართველს ეძებენ

ბოლო მონაცემებით, გუშინ ნიცაში მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 10 ბავშვია.