პროდუქციის დეფიციტის გამო კოლუმბიის საზღვარს ათასობით ვენესუელელი მიაწყდა | Allnews.Ge

პროდუქციის დეფიციტის გამო კოლუმბიის საზღვარს ათასობით ვენესუელელი მიაწყდა

ვენესუელაში პროდუქციის დეფიციტის გამო, ათობით ათასი ვენესუელელი მეზობელ კოლუმბიაში გადავიდა პროდუქტების საყიდლად.

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ კოლუმბიასთან საზღვარი 2015 წლის აგვისტოში ჩაკეტა. 10 ივლისს კი მან 12 საათით გახსნა კოლუმბიის ქალაქ კუკუტასთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი.

როგორც კოლუმბიის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ბაუტისტამ განაცხადა, საზღვრის გახსნის შემდეგ ხიდი დაახლოებით 35 000-მა ვენესუელელმა გადაკვეთა.

ვენესუელაში ბოლო რამდენიმე თვეა ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მედიკამენტების და სხვადასხვა პროდუქციის დეფიციტი წარმოიქმნა. ამას თან დაერთო ბოლო დროს ნავთობზე ფასების დაცემაც, რაც ვენესუელაზე განსაკუთრებით მძიმედ აისახა.

თავად ქვეყნის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ იგი "ეკონომიკური ომის" მსხვერპლია, რომელსაც აშშ-ის მხარდაჭერილი ბიზნესმენები მის წინააღმდეგ აწარმოებენ.

myquiz