აშშ-ის ქალაქ დალასის პოლიციაში მუქარის შემცველი ანონიმური შეტყობინება შევიდა | Allnews.Ge

აშშ-ის ქალაქ დალასის პოლიციაში მუქარის შემცველი ანონიმური შეტყობინება შევიდა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ დალასის პოლიციაში მუქარის შემცველი ანონიმური შეტყობინება შევიდა. შეტყობინების თანახმად, დალასის სამართალდამცავების წინააღმდეგ კიდევ ერთი თავდასხმა მზადდება. აღნიშნულ ცნობას საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

საპასუხოდ, სამართალდამცველებმა უსაფრთოების ზომები გააძლიერეს. ქალაქის პოლიციის ცენტრალური სამმართველო და მეზობელი შენობები ალყაშია მოქცეული. მათ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები იცავენ. შეიარაღებული სამართალდამცველები მიმდებარე ქუჩებზე პატრულირებენ.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სამართალდამცველებმა მედიასაშუალებებს პოლიციის ცენტრალური სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირი ტრანსლირების საშუალება არ მისცეს, რათა უსაფრთხოების უზრუნველყოფა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარიყო.

უსაფრთხოების მსგავსი ზომები პოლიციის კიდევ რამდენიმე სამმართველოსთან მოქმედებს. სამართალდამცავებმა ცენტრალურ სამმართველოსთან ახლოს მდებარე ფარეხიც დაათვალიერეს. სააგენტოს ცნობით, პოლიციელებმა ადგილზე შავებში ჩაცმული მამაკაცი შენიშნეს, თუმცა მისი აყვანა ვერ მოახერხეს.

ხუთშაბათს დალასში აფროამერიკელების დასაცავად გამართულ აქციაზე ორი მამაკაცი პოლიციელებს თავს დაეხა. შემთხვევის შედეგად 5 სამართალდამცველი გარდაიცვალა, 7 კი მძიმედ დაშავდა.

myquiz