Wendy's-ის ქსელზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა | Allnews.Ge

Wendy's-ის ქსელზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა

ცნობილი სწარფი კვების ობიექტის Wendy's-ის ქსელი ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, კიბერ თავდასხმა, სულ მცირე, 1025 ობიექტზე განხორციელდა. ჰაკერებმა სადებეტო და საკრედიტო ბარათების ინფორმაცია მოიპოვეს.

კომპანიის წარმომადგენლებისთვის ამ დრომდე არ არის ცნობილი, რამდენი მომხმარებელი დააზარალა აღნიშნულმა შემთხვევამ. აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ფილიალებში მოხდა.

Wendy's-ის წარმომადგენლების თქმით, საფრთხე უკვე ლიკვიდირებულია და კომპანია დაზარალებული მომხმარებლების დახმარებას იწყებს.

კომპანიამ მსგავსი შემთხვევის შესახებ განცხადება მიმდინარე წლის დასაწყისშიც გააკეთა, თუმცა მაშინ 300-მდე ობიექტი დაზარალდა.

myquiz