"ბიბისი" - ლიონელ მესი, სავარაუდოდ, სასჯელის თავიდან აცილებას შეძლებს | Allnews.Ge

"ბიბისი" - ლიონელ მესი, სავარაუდოდ, სასჯელის თავიდან აცილებას შეძლებს

არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი, სავარაუდოდ სასჯელის თავიდან აცილებას შეძლებს. ამის შესახებ "ბიბისი" წერს. ტელეკომპანია ესპნაურ მედიაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ესპანეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ სასჯელის ვადა ორ წელიწადზე ნაკლებია, ის შეიძლება იქნას მოხდილი პირობითად.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ არგენტინელი ფეხბურთელ ლიონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

ბარსელონის სასამართლომ ლიონელ მესი საგადასახადო მაქინაციების განხორციელებაში ცნო დამნაშავედ.

ლიონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

თავისუფლების აღკვეთის გარდა, ცნობილ სპორტსმენს ასევე, 2 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. ბარსელონის სასამართლომ ანალოგიური ბრალდებით დამნაშავედ ცნო ფეხბურთელის მამა ხორხე მესი, რომელსაც ასევე მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.

გამოძიების ვერსიით, ორივე მათგანი საგადასახადო დეკლარაციების გაყალბებაში, გადასაგადების გადახდისკენ თავის არიდებაშია ბრალდებული, რამაც ესპანეთის ბიუჯეტი 4,1 მილიონი ევროთი დააზარალა.

სასამართლოზე ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ საკუთარი ფინანსური საქმეების შესახებ არაფერი იცოდა და "მხოლოდ ფეხბურთს თამაშობდა".