ლიონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა | Allnews.Ge

ლიონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

არგენტინელი ფეხბურთელ ლიონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იტყობინება.

ბარსელონის სასამართლომ ლიონელ მესი საგადასახადო მაქინაციების განხორციელებაში ცნო დამნაშავედ.

თავისუფლების აღკვეთის გარდა, ცნობილ სპორტსმენს ასევე, 2 მილიონი ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

ბარსელონას სასამართლომ ანალოგიური ბრალდებით დამნაშავედ ცნო ფეხბურთელის მამა ხორხე მესი, რომელსაც ასევე მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.

"ბიბისი" - ლიონელ მესი, სავარაუდოდ, სასჯელის თავიდან აცილებას შეძლებს

გამოძიების ვერსიით, ორივე მათგანი საგადასახადო დეკლარაციების გაყალბებაში და გადასაგადების გადახდისკენ თავის არიდებაშია ბრალდებული, რამაც ესპანეთის ბიუჯეტი 4,1 მილიონი ევროთი დააზარალა.