ბრიუსელში სავაჭრო ცენტრის აფეთქების მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს | Allnews.Ge

ბრიუსელში სავაჭრო ცენტრის აფეთქების მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ბრიუსელში მამაკაცი დააკავეს, რომელიც სავაჭრო ცენტრში აფეთქების მცდელობაშია ეჭვმიტანილი.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი სავაჭრო ცენტრის სიახლოვეს, სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს.

ადგილობრივი პრესა იტყობინება, რომ მამაკაცმა ბრიუსელის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრ City 2-ში დაგეგმილი აფეთქების შესახებ სამართალდამცველებს თავად აცნობა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა მომხდართან დაკავშირების საგანგებო სხდომის ჩაატარა. სხდომის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ ბრიუსელში ვითარება კონტროლზეა აყვანილი.

myquiz