გაერო-მ იეზიდების მასობრივ მკვლელობას გენოციდის კვალიფიკაცია მიანიჭა
გაერო-მ იეზიდების მასობრივ მკვლელობას გენოციდის კვალიფიკაცია მიანიჭა. სპეციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე მცხოვრები იეზიდების გენოციდი დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" განახორციელა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტერორისტები იეზიდების განადგურებას ისახავენ მიზნად.
გაერო მოუწოდებს მსოფლიო საზოგადოებას, იეზიდების გენოციდი აღიაროს და მათ გადასარჩენად მეტი გააკეთოს.