ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანია დაჭრილი | Allnews.Ge

ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანია დაჭრილი

აშშ-ის ფლორიდის შტატის ერთ-ერთ ღამის კლუბში სროლა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჭრილია 20-ზე მეტი ადამიანი. როგორც "ბი-ბი-სი" წერს, თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, მძევლები აიყვანა და ამჟამად კლუბში იმყოფება.

ინციდენტი იმ დაწესებულებაში მოხდა, სადაც ძირითადად, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები იკრიბებიან. მედიის ცნობით, თავდამსხმელს ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოსურათების თანახმად, ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz