ქალი, რომელიც უარს ამბობს დედობაზე, არასრულფასოვანია - თურქეთის პრეზიდენტი | Allnews.Ge

ქალი, რომელიც უარს ამბობს დედობაზე, არასრულფასოვანია - თურქეთის პრეზიდენტი

ქალი, რომელიც უარს ამბობს დედობაზე, არასრულფასოვანია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა. მან ასევე მოუწოდა ქალებს მინიმუმ სამი შვილი იყოლიონ.

მისივე თქმით, იგი მხარს უჭერს ქალის წარმატებას კარიერული თვალსაზრისით, თუმცა, პრეზიდენტის მოსაზრებით, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს ქალს გააჩინოს შვილი.

ეს განცხადებები ერდოღანმა სტამბოლში "ქალთა და დემოკრატიის ასოციაციაში" გააკეთა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა მოუწოდა მუსლიმებს უარი თქვან კონტრაცეფციაზე და გააჩინონ მეტი შვილი.

"ჩვენ გავამრავლებთ ჩვენს შთამომავლებს", - განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

აღსანიშნავია, რომ თავად ერდოღანს ოთხი შვილი ჰყავს.

პრეზიდენტის პარტიის საფუძველს ისლამი წარმოადგენს და მისი მხარდამჭრების დიდი ნაწილი კონსერვატორი მუსლიმები არიან.

myquiz