"კორეული ავიახაზების" კუთვნილ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა | Allnews.Ge

"კორეული ავიახაზების" კუთვნილ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

"კორეული ავიახაზების" კუთვნილ თვითმფრინავს ტოკიოში ცეცხლი გაუჩნდა.

"ბიბისის" ცნობით, ინციდენტის გამო ლაინერიდან 300-ზე მეტი მგზავრისა და ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი თვითმფრინავის მარცხენა ძრავს გაუჩნდა. ლაინერი ჰანედას აეროპორტიდან სეულში უნდა გაფრენილიყო, ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როდესაც იგი ასაფრენად ემზადებოდა.

ინციდენტის გამო ასაფრენი ზოლი დროებით გადაიკეტა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.

myquiz