სირიაში ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა
ბოლო მონაცემებით, სირიაში ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პრესა, ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტერაქტები სირიის პროვინცია ლატაკიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ქალაქ ჯაბლაში 4, ტარტუსში კი, 3 აფეთქება მოხდა.
სააგენტო "როიტერის" ცნობით, პასუხისმგებლობა ტერაქტებისთვის ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.